Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი უარს ამბობს განაცხადოს, რომ არჩევნებში წაგების შემთხვევაში დათანხმდება ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ თქვა უარი განეცხადებინა, რომ დათანხმდება ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას იმ შემთხვევაში, თუკი წააგებს 3 ნოემბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში.

"უნდა შევხედოთ რა მოხდება" - განაცხადა ტრამპმა 23 სექტემბერს, პრესკონფერენციაზე, როცა პასუხს სცემდა შეკითხვას იმაზე, იტყვის თუ არა, რომ დათანხმდება ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას. "იცით, რომ ხმამაღლა ვჩივი ბიულეტენების შესახებ, და ბიულეტენები კატასტროფაა" - დასძინა მან.

ტრამპმა ასევე თქვა, რომ არჩევნების შედეგი შესაძლოა განსახილველად აშშ-ის უზენაეს სასამართლოში მოხვდეს - და კიდევ ერთხელ გამოთქვა ეჭვი კენჭისყრის საფოსტო სისტემის შესახებ. ბიულეტენების ფოსტით გაგზავნის სისტემას სულ უფრო მეტი შტატი უჭერს მხარს, ამერიკელების კორონავირუსისგან დაცვის მიზნით.

ამერიკის დემოკრატიის საარჩევნო პროცესისადმი მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან თუნდაც მცირეოდენი უნდობლობის გამოხატვა ძალიან უჩვეულო შემთხვევაა. ტრამპი ოთხი წლის წინაც უარს ამბობდა პატივი მიეგო არჩევნების შედეგისთვის, თუკი მისი მაშინდელი დემოკრატი ოპონენტი, ჰილარი კლინტონი გაიმარჯვებდა.

23 სექტემბერს ტრამპს პასუხი გასცა მისი ამჟამინდელი დემოკრატი მეტოქის, ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიამ: "არჩევნების ბედს ამერიკელი ხალხი გადაწყვეტს. და აშშ-ის მთავრობას ყველა უნარი აქვს საიმისოდ, რომ დამრღვევები თეთრი სახლიდან გამოაბრძანოს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG