Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავში მშენებლობის დროს ამწე გადაბრუნდა და მუშა მოიყოლა


რუსთავში, სუპერმარკეტების ქსელ „კარფურის“ მშენებლობაზე, რომელიც მეგობრობის გამზირზე, ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ უბანში მიმდინარეობს, ამწის გადაბრუნების შედეგად მუშა დაშავდა.

21 წლის მამაკაცი ამწის ქვეშ მოყვა. დაშავებული კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს. კლინიკაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მამაკაცს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვს.

შს სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღიძრა სს კოდექსის 170-ე მუხლით, რაც სამუშაო პროცესში უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, გამასწორებელი სამუშაოთი ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG