Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა 65 თალიბი დახოცეს საბრძოლო ოპერაციის შედეგად


ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა 65 თალიბი მებრძოლი დახოცეს ქვეყნის აღმოსავლეთში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად.

გავრცელებული ინფორმაციით, მასშტაბური ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც წინა დღით მეამბოხეები თავს დაესხნენ პაქტიის პროვინციაში მდებარე უსაფრთხოების საგუშაგოს.

თალიბანის მხრიდან ამ ცნობას რეაგირება ჯერჯერობით არ მოჰყოლია.

23 სექტემბერს ექსტრემისტების მიერ განხორციელებულ თავდასხმას ურუზგანის პროვინციაში, სადაც თალიბანის ცნობით, 28 ავღანელი სამხედრო პირი დაიღუპა.

ძალადობის მორიგი ესკალაციის ფონია ქაბულისა და თალიბანის წარმომადგენლებს შორის ყატარში დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომელმაც წერტილი უნდა დაუსვას ქვეყანაში 19 წლის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG