Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი: ბლოკი არ აღიარებს ლუკაშენკას პრეზიდენტობას


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ჯოზეპ ბორელი
ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ჯოზეპ ბორელი

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ჯოზეპ ბორელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ბლოკის პოზიცია, რომ ის უარს აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტად აღიაროს ალექსანდრ ლუკაშენკა, მას შემდეგ, რაც ბელარუსში მისი მოულოდნელი ინაუგურაცია გაიმართა, რასაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა.

ბელარუსში მასობრივი გამოსვლებია 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელმაც ხელისუფლებაში 1994 წლიდან მყოფ ლუკაშენკას პრეზიდენტობის მეექვსე ვადა არგუნა, მიუხედავად განცხადებებისა, რომ არჩევნები გაყალბებული იყო.

ბელარუსში დააპატიმრეს ათასობით მოქალაქე, პოლიციის მიერ ნაცემია ასობით პირი, ოპოზიციის ლიდერები ან პატიმრობაში არიან, ან ქვეყნის დატოვება აიძულეს.

"ეს 'ინაუგურაცია' პირდაპირ ეწინააღმდეგება ბელარუსის მოსახლეობის დიდი ნაწილის ნებას, რომელიც გამოიხატა უამრავ უპრეცედენტო და მშვიდობიან საპროტესტო აქციაში არჩევნების შემდეგ და ის მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავებას ემსახურება ბელარუსში" - ამბობს ჯოზეპ ბორელი 24 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში და დასძენს, რომ ბრიუსელი გადასინჯავს თავის ურთიერთობას მინსკთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG