Accessibility links

„ლოკომოტივი“ და „დინამო თბილისი“ უეფას ევროპა ლიგას გამოეთიშნენ


საქართველოს საფეხბურთო კლუბებისთვის უეფას 2020-2021 წლების ევროსეზონი საკვალიფიკაციო ეტაპზე დასრულდა. ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირს, ევროპა ლიგას, ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „საბურთალოს“ შემდეგ, თბილისის „ლოკომოტივი“ და „დინამო თბილისიც“ გამოეთიშნენ.

„ლოკომოტივი“ ესპანეთში დაუპირისპირდა „გრანადას“ და ანგარიშით 0:2 დამარცხდა, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ კი, ასევე სტუმრად, ექვსი გოლი გაუშვა ფარერის კუნძულების ჩემპიონ „კლაკსვიკთან“ და მხოლოდ ერთი გაიტანა - 1:6.

კორონავირუსის პანდემიის გამო უეფა მიმდინარე სეზონში ევროპა ლიგის საწყის ეტაპებზე მხოლოდ თითო რაუნდიან ბრძოლებს ატარებს, ტრადიციული ორმატჩიანი დაპირისპირებების ნაცვლად და ტურნირს შემორჩენილ საქართველოს ბოლო ორ კლუბს მესამე ეტაპზე სტუმრად მოუხდა თამაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG