Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებულ ხვიჩა მღებრიშვილს ქართულ მხარეს ერგნეთში გადასცემენ


ერგნეთი
ერგნეთი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები მეჯვრისხეველ ხვიჩა მღებრიშვილს სავარაუდოდ, 13 საათისთვის, ერგნეთში გადასცემენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს.

თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაყვანის შემდეგ, ხვიჩა მღებრიშვილს კორონავირუსის პრევენციის მიზნით, კარანტინში მოათავსებენ.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს დააკავეს. მას ე.წ საზღვრის დარღვევის გარდა ბრალად დასდეს "წითელ წიგნში" შეტანილი იშვიათი სახეობების მოპოვების მცდელობა, თუმცა, მოგვიანებით, ეს ბრალდება მოუხსნეს.

აგვისტოს ბოლოს, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ხვიჩა მღებრიშვილი დამნაშავედ ცნო ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 24 სექტემბერს, ერგნეთში ინციდენტების პრევენცის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ოსური მხარე მღებრიშვილის გათავისუფლებას აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG