Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს პრეზიდენტი მიესალმება იდეას, რომ ერთ-ერთ ტბას დონალდ ტრამპის სახელი ეწოდოს


ავდულა ჰოთი
ავდულა ჰოთი

კოსოვოს პრემიერ-მინისტრი, ავდულა ჰოტი მიესალმება იდეას, რომ სერბეთისა და კოსოვოს დამაკავშირებელ ტბას, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელი ეწოდოს.

წყალსაცავს კოსოვოელები უჟმანის ტბას უწოდებენ, სერბები - გაზივოდეს.

წყალსაცავი სასმელი წყლით უზრუნველყოფს კოსოვოს დი ნაწილს.

4 სექტემბერს თეთრ სახლში გამართულ სერბეთისა და კოსოვოს ლიდერების მოლაპარაკებაზე, რომელიც არაერთ სადავო სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების მოგვარებას შეეხებოდა, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, რიჩარდ გრენელმა რამდენჯერმე, როგორც ჩანს, ხუმრობით აღნიშნა, რომ ტბისთვის ამ სახელის მხარეებს დაეხმარება დიპლომატიური ჩიხიდან გამოსვლაში.

24 სექტემბერს ავდულა ჰოტიმ ფეისბუკში დაწერა, რომ „კოსოვოს რესპუბლიკასა და სერბეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობის ნორმალიზების თაობაზე მიღწეულ ისტორიული შეთანხმებაში“ დონალდ ტრამპის „განსაკუთრებული წვლილის“ აღსანიშნავად, იგი მიესალმება ამ იდეას.

სოციალურ მედიაში გავრცელდა წყალსაცავის კაშხალზე გამოსახული ბანერი წარწერით „ტრამპის ტბა“, რომელიც ტვიტერში 24 სექტემბერს რიჩარდ გრენელმაც გაიზიარა.

კოსოვომ, სერბეთის ყოფილმა პროვინციამ, 2008 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რომელსაც ბელგრადი არ ცნობს.

4 სექტემბერს ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკების დროს სერბეთი და კოსოვო, შეთანხმდნენ, ითანამშრომლონ ეკონომიკის სფეროში, რათა ბიძგი მისცენ ეკონომიკებს და სამუშაო ადგილების ზრდას.

გარდა ეკონომიკის სფეროში ისტორიული შეთანხმებისა, როგორც მას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უწოდა ბელგრადსა და პრიშტინას მორიგებას, დოკუმენტის თანახმად, სერბეთი თავის საელჩოს გადაიტანს იერუსალიმში და ორმხრივი აღიარება მოხდება ისრაელსა და კოსოვოს შორის.

ავდულა ჰოტიმ ეკონომიკურ შეთანხმებას უწოდა „უზარმაზარი ნაბიჯი წინ“ და გამოყო სარკინიგზო კავშირის აღდგენა და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტები.

XS
SM
MD
LG