Accessibility links

ხვიჩა მღებრიშვილის უკანონო პატიმრობა დასრულებულია


ხვიჩა მღებრიშვილი დაკავების შემდეგ

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ გაათავისუფლა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს გადასცა მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი.

მას ერგნეთში დახვდნენ სუს-ის და შსს-ს წარმომადგენლები. ხვიჩა მღებრიშვილს კორონავირუსის პრევენციის მიზნით, კარანტინში მოათავსებენ.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს დააკავეს. მას ე.წ საზღვრის დარღვევის გარდა ბრალად დასდეს "წითელ წიგნში" შეტანილი იშვიათი სახეობების მოპოვების მცდელობა, თუმცა, მოგვიანებით, ეს ბრალდება მოუხსნეს.

აგვისტოს ბოლოს, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ხვიჩა მღებრიშვილი დამნაშავედ ცნო ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 24 სექტემბერს, ერგნეთში ინციდენტების პრევენცის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ოსური მხარე მღებრიშვილის გათავისუფლებას აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG