Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს ოფისთან, მინიმუმ ოთხი ადამიანი დაჭრეს დანით


მინიმუმ ოთხი ადამიანია დანით დაჭრილი პარიზში, სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ს ოფისთან. დაზარალებულთაგან ორი მძიმე მდგომარეობაშია.

როგორც France Press-ი იტყობინება, ორი თავდამსხმელიდან ერთი დაკავებულია.

როგორც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა განაცხადა, თავდასხმა განხორციელდა ჟურნალის ძველი რედაქციის შენობასთან. Charlie Hebdo-ს ახალი ოფისის მისამართი გასაიდუმლოებულია.

2015 წელს Charlie Hebdo-ზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი. მოკლულთაგან ზოგიერთი იყო საფრანგეთის ყველაზე ცნობილ კარიკატურისტთა შორის იყო.

მაშინ თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა იკისრა „ალ-ყაიდის“ ერთ-ერთმა ფრთამ. ის განახორციელეს ძმებმა საიდ და შერიფ კუაშებმა.

ამ ინციდენტიდან მეორე დღეს პარიზში მოკლეს ქალი პოლიციელი, შემდეგ კი შეიარაღებულმა პირმა, ამედი კულიბალიმ ოთხი ადამიანი მოკლა მძევლების აყვანასთან დაკავშირებულ ინციდენტში, რომელიც ებრაულ სუპერმარკეტში მოხდა.

2015 წლის თავდასხმებთან დაკავშირებით, მკვლელობაში დახმარებისთვის ბრალდება წაუყენეს 14 ადამიანს.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი დღევანდელი თავდასხმის მოტივი და არც ის, არის თუ არა ის რაიმე კავშირში 2015 წლის ტერაქტებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG