Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჯაფარიძე ენმ-ის მოწოდების გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს


პარტია „გირჩის" ლიდერი და დიდუბე-ჩუღურეთშო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის" მოწოდებას ბოდიშის მოხდის შესახებ. მისთვის ენმ-ის მიმართვა მიუღებელია.

„სალომე სამადაშვილმა საკითხი დააყენა ასე - მე სიმართლის საუბარს უნდა დავანებო თავი თუ „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების ხმების მიღება მინდა. ჩემთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პარტიის ხმები. ახლაც იგივე აზრზე ვარ, არაფერზე ბოდიშს არ ვიხდი, არაფერზე მაქვს ბოდიში მოსახდელი. თუ რამე შეიძლება თავდასხმად შეფასდეს, იყო სააკაშვილის მიმართვის ტონი, სადაც ჩვენ, სხვა ოპოზიციურ პარტიებს მოგვიხსენიებდა, როგორც პარტიუკებს და პოლიტიკანებს. შეურაცხმყოფელი ეს იყო. მე მსგავსი შეურაცხმყოფელი არცერთი ტერმინი არ მიზხმარია", - განაცხადა ჯაფარიძემ.

პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან" სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ „გირჩის" ლიდერმა ბოდიში უნდა მოიხადოს.

„ზურაბ ჯაფარიძე ანგარიშვალდებულია ყველა იმ ამომრჩევლის წინაშე, რომელთა პარტიებმაც ის საერთო ოპოზიციურ მაჟორიტარად წარადგინეს. ზურაბ ჯაფარიძემ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ მას არ აინტერესებს, თუ რას ფიქრობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი", - აღნიშნა სამადაშვილმა. მან ზურაბ ჯაფარიძეს მიმართა: „მოვუწოდებთ, ჩვენს მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებს რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება განუმარტოს, თუ სურს ბოდიშიც მოიხადოს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG