Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა მინიმუმ 22 ადამიანი


25 სექტემბერს უკრაინაში ჩამოვარდა სამხედრო თვითმფრინავი, რომელშიც იმყოფებოდა 28 ადამიანი. უკრაინის საგანგებო ვითარებათა სამსახურის ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა მინიმუმ 22 ადამიანი. AN-26-მა ხარკოვის ოლქში განიცადა ავარია.

„ავიასადისპეტჩერო სამსახურის მონაცემებით, თვითმფრინავში იმყოფებოდა 28 ადამიანი. აღმოჩენილია დაღუპულთა 22 გვამი. ორი ადამიანი დაშავდა. ოთხი იძებნება“, ნათქვამია საგანგებო ვითარებათა სამსახურის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG