Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაბაროვსკში, სადაც მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა, გუბერნატორი „წესრიგის დამყარებას“ ითხოვს


შაბათს ხაბაროვსკში 78-ე საპროტესტო აქცია გაიმართა ყოფილი გუბერნატორის, საპატიმროში მყოფი სერგეი ფურგალის მხარდასაჭერად.

სხვადასხვა ცნობით, აქციაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 2000-მა კაცმა. დემონსტრანტები ქალაქის ცენტრში, ლენინის მოედანზე მივიდნენ ტრანსპარანტებით და შეძახილებით.

მათ სიგნალებით უჭერდნენ მხარს ავტომანქანების მძღოლები.

პარასკევს ცნობილი გახდა, რომ ხაბაროვსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, მახაილ დეგტიაროვმა, მოითხოვა სამართალდამცველი სტრუქტურებისგან ქალაქში „წესრიგის დამყარება“. კრემლის მიერ დანიშნული მოხელე უკმაყოფილოა იმით, რომ დემონსტრანტები ორ თვეზე მეტია აბრკოლებენ საგზაო მოძრაობას და კეტავენ გზებს.

26 სექტემბერს პოლიციას დემონსტრანტების მიმართ ძალა არ გამოუყენებია. მაგრამ ხელისუფლება შეეცადა, რომ მომიტინგეთა ხმაური ჩაეხშო სერგეი პრკოპიევის ბალეტ „რომეოსა და ჯულიეტას“ მუსიკით.

ხაბაროვსკის მხარის გუბერნატორი და ფსევდოოპოზიციური „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ წევრი, სერგეი ფურგალი, სამართალდამცველებმა 9 ივლისს დააპატიმრეს და მოსკოვში, საგამოძიებო კომიტეტში გადაიყვანეს დასაკითხად.

2 სექტემბერს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სერგეი ფურგალს ოფიციალურად წაუყენა ბრალი 2004 წელს ხაბაროვსკელი ბიზნესმენის, ევგენი ზორიას მკვლელობაში.

ფურგალი ბრალდებას უარყოფს და 16 წლის შემდეგ დევნას „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG