Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ლიტერა“ წლის საუკეთესო პროზაული კრებულისთვის გადაეცა ეკა ქევანიშვილს


2020 წლის ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ნომინაციაში, წლის საუკეთესო პროზაული კრებული, გაიმარჯვა რადიო თავისუფლების ჟურნალისტისა და მწერლის, ეკა ქევანიშვილის მოთხრობების კრებულმა, „არაფერი დედაჩემის შესახებ“.

მოთხრობების კრებული გამოსცა გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“.

„არაფერი დედაჩემის შესახებ“ ეკა ქევანიშვილის პირველი პროზაული კრებულია. მას რამდენიმე პოეტური კრებული აქვს გამოცემული და არაერთი ლიტერატურული პრემიის მფლობელია.

“ეს წიგნი უნდა ყოფილიყო დიდ სიყვარულზე, მაგრამ უსიყვარულობაზე გამოვიდა. ამიტომ ვუძღვნი ყველას, ვინც ერთხელ მაინც სცადა სურვილების ახდენა" - ასეთი წარდგენით შესთავაზა ეკა ქევანიშვილმა მკითხველს მისი პირველი პროზაული კრებული.

წლის საუკეთესო პროზაული კრებულის ნომინაციაში, ეკა ქევანიშვილთან ერთად წარდგენილები იყვნენ ბესიკ ხარანაული - „დიდი სმა“, გამომცემლობა „ინტელექტი“; ჯანა ამირეჯიბი - „მე - ნამდვილი კოკოშა“, გამომცემლობა „არტანუჯი“; სალომე მაკარიძე - „152“, გამომცემლობა „მეფე“; კოკა არჩვაძე - „ჩინური დღიური“, „სულაკაურის გამომცემლობა“.

რაც შეეხება დანარჩენ ნომინაციებს, ის ასე გადანაწილდა:

  • წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი:

თინათინ ჩხიკვიშვილი ჯანა ამირეჯიბის წიგნისთვის „მე - ნამდვილი კოკოშა“, გამომცემლობა „არტანუჯი“;

  • წლის საუკეთესო დებიუტი:

ნინი ელიაშვილი - „წერტილის შემდეგ“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

  • საუკეთესო დოკუმენტური პროზა:

გიორგი მაისურაძე - „სხვა ენა“, გამომცემლობა „ინდიგო“;

  • წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

შოთა იათაშვილი - „XXI საუკუნის დასაწყისის პოეტი“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

  • წლის საუკეთესო რომანი:

ირაკლი სამსონაძე - „ქელეხი - ქორწილი“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2015 წელს დაფუძნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG