Accessibility links

მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებები განახლდა 


მთიანი ყარაბაღი, აგდამის რაიონი 23 აგვისტო, 2012 წელი

ოფიციალური სომხეთი და ოფიციალური აზერბაიჯანი ავრცელებენ ცნობებს მთიან ყარაბაღში განახლებული სამხედრო მოქმედებების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, საომარი შეტაკებების შედეგად არის მსხვერპლი, განადგურებულია აზერბაიჯანის კუთვნილი ორი ვერტმფრენი და სამი უპილოტო საფრენი აპარატი.

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მთიან ყარაბაღში, არცახის ისტორიულ პროვინციაში სამხედრო იერიში აზერბაიჯანმა მიიტანა.

"მტერმა არცახის რეგიონზე იერიში მიიტანა. თავდაცვის არმია თავდასხმას წარმატებით უმკლავდება. მოგიწოდებთ, ენდოთ ინფორმაციიის მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს"- წერს ფაშინიანი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ვრცელდება ინფორმაცია ყარაბაღის ტერიტორიაზე ბრძოლების შედეგად აზერბაიჯანის კუთვნილი ორი ვერტმფრენის და სამი უპილოტო საფრენი აპარატის განადგურების შესახებ.

თვითგამოცხადებული ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტის პრეს-მდივნის, ვაგრამ პოღოსიანის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკებები 27 სექტემბრის დილით დაიწყო, დაიბომბა მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის დედაქალაქ სტეპანაკერტში. სოციალურ მედიაში ვრცელდება ქუჩებში საომარი ტექნიკის გადაადგილების კადრები.

დაშავებულებსა და მსხვერპლზე, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან, საუბრობს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ჰიკმეთ ჰაჯიევიც.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განცხადებები იმის შესახებ, რომ სომხეთი ომისთვის ემზადებოდა, რამდენიმე დღის წინ, 21 სექტემბერს გააკეთა. რამდენიმე თვით ადრე, 22 ივლისს სომხეთმა აზერბაიჯანი დაადანაშაულა თავდასხმაში სასაზღვრო ტავუში რეგიონში.

როგორც სომხეთი, ისე აზერბაიჯანი, განახლებულ საომარ ოპერაციებში პასუხისმგებლობას მეორე მხარეს აკისრებს.

ორ მეზობელ ქვეყანას შორის 1988-1994 წლებში მიმდინარეობდა ომი მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონის გამო. სეპარატისტებმა სომხეთის მხარდაჭერით, მთიანი ყარაბაღი და აზერბაიჯანის შვიდი მიმდებარე რაიონი დაიკავეს და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ომმა სულ მცირე 30 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასობით ათასი დევნილად აქცია.

რუსეთის შუამავლობით 1994 წელს მიღწეული მყიფე ზავის შემდეგ, რეგიონში პერიოდულად ხდება შეტაკებები სომხეთის და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG