Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში ბრძოლაა სტრატეგიული სიმაღლეების დასაკავებლად


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ კონტრშეტევის დაწყება გადაწყვიტა სომხური შეიარაღებული ძალების მოსაგერიებლად მთიანი ყარაბაღის ფრონტის ხაზის გასწვრივ და ბრძოლა მიმდინარეობს სტრატეგიული სიმაღლეების დასაკავებლად. განცხადების თანახმად, ოპერაციები მიმდინარეობს ტერტერ-აღდამის, ფუზული-ჯაბრაილის და მუროვდაგის მიმართულებებით. "ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს ფრონტის ხაზის გასწვრივ" - აცხადებს სამინისტრო.

სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შორს დაიჭირონ სამხედრო ობიექტებიდან. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოქალაქეებს მიმართა: "რას აკეთებს სომხეთი ჩვენს ტერიტორიაზე? არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ მთიან ყარაბაღში სამხედრო შემადგენლობის 90 პროცენტი სომხეთის მოქალაქეები არიან. სომხეთი ოკუპანტი ქვეყანაა, ეს ოკუპაცია უნდა დასრულდეს და ის დასრულდება".

სომხეთში საგანგებო მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაციაა გამოცხადებული. ეს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გამოაცხადა მას შემდეგ რაც თქვა, რომ აზერბაიჯანმა შეტევა დაიწყო მთიან ყარაბაღზე 27 სექტემბერს, დილის საათებში.

მანამდე საგანგებო მდგომარეობა და მობილიზაცია გამოცხადდა მთიან ყარაბაღში, სადაც რეგიონის დე-ფაქტო ხელმძღვანელობამ აზერბაიჯანის სამხედროები დაადანაშაულა ცეცხლის გახსნაში სამოქალაქო სივრცეებისთვის, მათ შორის დედაქალაქ სტეპანაკერტში.

XS
SM
MD
LG