Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი ერთ მილიონს უახლოვდება


მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის მსხვერპლთა რიცხვი ერთ მილიონს უახლოვდება. მას შემდეგ, რაც ვირუსი გასული წლის მიწურულს ჩინეთში გამოჩნდა, დაინფიცირდა თითქმის 33 მილიონი ადამიანი - რამაც ქვეყნებს შემზღუდავი ზომების ამოქმედება აიძულა, რის გამოც დაზარალდა სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემები.

ბევრის შეფასებით ევროპაში დადგა ვირუსის მეორე ტალღა, ესპანეთში, საფრანგეთში და დიდ ბრიტანეთში ინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად მატულობს, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები რთული ზამთრის პროგნოზით გამოდიან.

"მეორე ტალღა იმაზე სწრაფად მოვიდა, ვიდრე ვვარაუდობდით" - უთხრა მედიას საფრანგეთის ექიმთა ორდერის ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელმა, პატრიკ ბოუემ.

ევროპის ბევრ ქვეყანაში აღადგინეს შეზღუდვები და განაახლეს ჯანდაცვის პროტოკოლები. ესპანეთის დედაქალაქის ნაწილებში აღდგა ე.წ. "ლოკდაუნი", საფრანგეთში ბევრგან შეზღუდეს რესტორნების და ბარების სამუშაო საათები.

რუსეთში 22 ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია დღე-ღამეში ინფიცირების მაჩვენებელმა და 7,523-ი შემთხვევა შეადგინა, რითიც მთლიანი მაჩვენებელი გაუტოლდა 1,143,571 ადამიანს. რუსეთი მსოფლიოში მეოთხე ქვეყანაა ინციფირების მაღალი მაჩვენებლით, თუმცა დაღუპულების ოფიციალური მონაცემია 20,000, რაც ეჭვებს აღძრავს დათვლის მეთოდის სიზუსტის თაობაზე.

ახლო აღმოსავლეთში ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ ქვეყნის პროვინციებს უფლება მისცა ლოკდაუნი აამოქმედონ სადაც საჭირო იქნება, ინფიცირების სწრაფი ზრდის შესაჩერებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG