Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში გრძელდება დემონსტრაციები, დააკავეს ათობით პირი


ბელარუსის პოლიციამ 27 სექტემბერს ათობით დემონსტრანტი დააკავა აქციაზე, რომელიც დედაქალაქში იმართებოდა ალექსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ. ლუკაშენკა თავს გამარჯვებულად აცხადებს აგვისტოში ჩატარებულ არჩევნებში, რომელსაც ბევრი გაყალბებულად მიიჩნევს.

მინსკში და სხვა ქალაქებში გამოსვლები გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში 1994 წლიდან მყოფი ლუკაშენკას ინაუგურაცია გასაიდუმლოებულად გაიმართა 23 სექტემბერს. ინაუგურაციის შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გაავრცელეს განცხადებები, რომ არ სცნობენ ლუკაშენკას ლეგიტიმურობას.

ახალ დემონსტრაციაზე მინსკის ქუჩებში ჩაიარა ათი ათასობით მოქალაქემ, წითელი და თეთრი შეფერილობის ოპოზიციური დროშებით ხელში. დემონსტრანტები გეგმავდნენ "სახალხო ინაუგურაციის" ჩატარებას სვეტლანა ციხანოუსკაიას მხარდასაჭერად - ოპოზიციის კანდიდატის, რომელიც ამჟამად ლიტვაში იმყოფება.

ციხანოუსკაია საპრეზიდენტო კამპანიას ბოლო მომენტში შეუერთდა, მას შემდეგ, რაც დააპატიმრეს მისი ქმარი, რომელიც მონაწილეობდა არჩევნებში. ციხანოუსკაია აცხადებს, რომ არჩევნებში ხმათა 60-დან 70 პროცენტამდე მოიპოვა და გაიმარჯვა.

27 სექტემბერს მინსკში ათობით დემონტრანტი დააკავეს ნიღბიანმა პოლიციელებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG