Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხარე ბრძოლები გრძელდება მეორე დღეა სადავო მთიანი ყარაბაღის გამო


სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სადავო მთიანი ყარაბაღის გამო მეორე დღეა გრძელდება ბრძოლები მიუხედავად თავშეკავებისკენ საერთაშორისო მოწოდებებისა. 28 სექტემბერს ერევანი იტყობინება მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლების შესახებ.

ბაქოდან გავრცელებული ინფორმაციით, სომხური ძალები ჭურვებს უშენდნენ ქალაქ ტერტერს.

აზერბაიჯანის ტერიტორიის სეპარატისტული ნაწილის, მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების თანახმად, 28 სექტემბერს მისი 32 სამხედრო იქნა მოკლული აზერბაიჯანულ ძალებთან შეტაკების დროს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს აცხადებს, რომ ღამის განმავლობაში „მიმდინარეობდა ინტენსიური ბრძოლა“.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს 28 სექტემბრის ცნობით, „სომხური ძალები ჭურვებს უშენდნენ ქალაქ ტარტარს“, რომელიც მთიან ყარაბაღს ესაზღვრება.

გაჭიანურებული კონფლიქტი კავკასიაში 27 სექტემბერს გადაიზარდა ფართო სამხედრო დაპირისპირებაში პირველად ბოლო ოთხ წელიწადში. მასში შეიძლება რეგიონული ძალები, რუსეთი და თურქეთი ჩაერიონ.

დაპირისპირებულმა მხარეებმა აამოქმედეს სამხედრო შვეულმფრენები, დრონები, ტანკები და არტილერია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG