Accessibility links

საქართველო გეგმავს კორონავირუსით ინფიცირებულთა ბინაზე მკურნალობის გაფართოებას


28 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში ბინაზე მკურნალობს კორონავირუსით ინფიცირებული 800-მდე ადამიანი, მათგან 600-ზე მეტი აჭარის რეგიონში. ეს მონაცემები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. მისი განცხადებით, ამ პაციენტებს მოუახლოვდათ გამოჯანმრთელების პერიოდი და მალე დაუბრუნდებიან ჩვეულ სოციალურ აქტოვობას.

გაბუნიას ინფორმაციით, შედარებით ნაკლები რაოდენობის პაციენტებს ბინაზე მკურნალობენ თბილისსა და იმერეთის რეგიონშიც.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ბინაზე მკურნალობის მოდელი ეტაპობრივად გაფართოვდება და 25 ონლაინ-კლინიკის გარდა, პროგრამაში ჩაერთვებიან სხვა ოჯახის ექიმებიც, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, იმისათვის რომ მიმდინარე მეთვალყურეობა პაციენტმა მიიღოს მისივე ოჯახის ექიმისგან.

საქართველოში ბინაზე მკურნალობენ კორონავირუსის მსუბუქი ფორმით დაავადებულ პაციენტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG