Accessibility links

ავღანეთის წარმომადგენელი პაკისტანში შეხვედრებს მართავს თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებაზე


სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ავღანეთის წამყვანი წარმომადგენელი მეზობელ პაკისტანში ჩავიდა, იმ ფონზე, როცა სპარსეთის ყურის სახელმწიფო ყატარში გრძელდება ავღანეთის შიდა ძალების შეხვედრა.

ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის მოლაპარაკება 12 სექტემბრის შემდეგ მიმდინარეობს, თუმცა მხარეები ვერ თანხმდებიან ჩარჩოზე ამ მოლაპარაკებისთვის, რომელმაც 19-წლიანი ომი უნდა დაასრულოს.

თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მაწარმოებელი ორგანოს, ავღანეთის ეროვნული შერიგების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი, აბდულა აბდულა ისლამაბადში 28 სექტემბერს ჩავიდა სამდღიანი ვიზიტით. პაკისტანი მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშეა და თალიბანზე გავლენა აქვს.

ტვიტერით გავრცელებულ მესიჯში აბდულა წერს, რომ პაკისტანის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება ავღანეთის სამშვიდობო პროცესზე და ორმხრივ კავშირებზე სალაპარაკოდ. ავღანეთს დიდი ხანია პრობლემები აქვს ურთიერთობაში პაკისტანთან, რომელსაც ქაბული და ვაშინგტონი თალიბანის შეფარებაში და დახმარებაში ადანაშაულებენ - რასაც ისლამაბადი უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG