Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-სომხეთის საზღვართან რამდენიმე მოქალაქე რჩება


ნინოწმინდიდან დაახლოებით 25 კილომეტრში, საქართველო-სომხეთის საზღვრის სიახლოვეს, სოფელ ჟდანოვთან ამ დროისთვის რამდენიმე მოქალაქე რჩება.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, რომ ეთნიკურად სომეხი საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნით, ორმა სატვირთო მანქანამ (რომლებიც, ძირითადად, კარტოფილით იყო დატვირთული), საქართველო-სომხეთის საზღვარი გადაკვეთა. სავარაუდოდ, ისინი ორ დღეში საქართველოში დაბრუნდებიან.

მოქალაქეები 28 სექტემბერს, საღამოს შეიკრიბნენ სოფელ ჟდანოვთან.

მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული სამხედრო დაპირისპირების გამო ისინი სომხური მხარის დასახმარებლად მოითხოვდნენ სურსათისა და საბურავების გადატანას, თუმცა მესაზღვრეებმა მათ საბურავების წაღების საშუალება არ მისცეს.

მოქალაქეები ოფიციალური პირებისგან პასუხს ორ დღეში ელოდებიან, მისცემენ თუ არა დანარჩენ სატვირთო მანქანებს საზღვრის გადაკვეთის საშუალებას.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული დაპირისპირება 27 სექტემბერს გამწვავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG