Accessibility links

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევაა


ცხინვალი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა დაადასტურეს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო კომიტეტის, „ოსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა მარინა კოჩიევამ სააგენტო „რესს“ აცნობა, რომ ბოლო 24 საათში ტესტირებული 23 პირიდან კორონავირუსი დაუდგინდა „რესპუბლიკის მოქალაქე“ ქალს.

28 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი აქვს თავად მარინა კოჩიევასაც. მისი ინფორმაციით, ინფიცირების გამო დისტანციური რეჟიმით მუშაობს. გასულ კვირაში კორონავირუსი დაუდასტურდა კოჩიევას მოადგილეს, ანა გაგლოევას.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, 15 სექტემბრის, რუსეთთან „საზღვრის“ გახსნის შემდეგ კორონავირუსის 5 შემთხვევა დადასტურდა. დე ფაქტო მთავრობას მაისის შემდეგ აღრიცხული აქვს სულ 95 შემთხვევა, მათგან 90 გამოჯანმრთელების.

საქართველოს მეორე ოკუპირებული რეგიონის, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას აპრილის შემდეგ დადასტურებული აქვს კორონავირუსით ინფიცირების 1352 შემთხვევა, მათგან 10 გარდაცვალების.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG