Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ საბერიოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევაა


სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო 24 საათში გამოკვლეული 652 პირიდან კორონავირუსი 15-ს დაუდასტურდა. 6 მათგანი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოს მცხოვრებია. მათი ნიმუშები ზუგდიდში ოკუპირებული გალის რაიონიდან გაგზავნეს.

„საბერიოს კლასტერი“ 10 სექტემბრიდან გაჩნდა, მას შემდეგ, რაც კორონავირუსი აღმოაჩნდა „ენგურჰესის“ საბერიოს ქვესადგურის 4 თანამშრომელს. 10 სექტემბრის შემდეგ საბერიოში ინფიცირებულია 105 ადამიანი. ისინი სამკურნალოდ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ნაწილი უკვე გამოჯანმრთელებულია.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას აპრილიდან 29 სექტემბრამდე დადასტურებული აქვს კორონავირუსით ინფიცირების 1352 შემთხვევა, მათგან 10 გარდაცვალების. ოკუპირებული აფხაზეთის კიდევ 2 მცხოვრები გარდაიცვალა საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე კლინიკებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG