Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სვიატლანა ციხანოუსკაიასთან შეხვედრაზე ემანუელ მაკრონი დახმარებას დაჰპირდა ბელარუსს


ემანუელ მაკრონის ვიზიტი ლიეტუვაში. 2020 წ. 29 სექტემბერი.
ემანუელ მაკრონის ვიზიტი ლიეტუვაში. 2020 წ. 29 სექტემბერი.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ ევროპა დახმარებას გაწევს ბელარუსში პოლიტიკურ კრიზისში შუამავლობისთვის. ეს განცხადება მან 29 სექტემბერს გააკეთა მას შემდეგ, რაც ლიეტუვაში შეხვდა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვიატლანა ციხანოუსკაიას.

ციხანოუსკაიას თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტი „ჩვენ დაგვპირდა, ყველაფერი გააკეთოს და მოლაპარაკებებში დაგვეხმაროს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის განმავლობაში... და ის ყველაფერს გააკეთებს პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებლად.“

საფრანგეთის წყაროების თქმით, შეხვედრა 35 წუთს გაგრძელდა.

ციხანოუსკაიამ ლიეტუვას შეაფარა თავი მას შემდეგ, რაც ალიაქსანდრ ლუკაშენკამ საპროტესტო გამოსვლების ჩახშობა დაიწყო 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. არჩევნების ოფიციალური შედეგებით, დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ლუკაშენკამ. ოპოზიცია აცხადებს, რომ ლუკაშენკას ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა.

დასავლეთის ქვეყნებმა უარი თქვეს ლუკაშენკას აღიარებაზე ქვეყნის ლეგიტიმურ პრეზიდენტად. მისი ინაუგურაცია საიდუმლოდ გაიმართა 23 სექტემბერს.

როგორც ლიეტუვასა და ლატვიაში სამდღიანი ვიზიტის წინ განაცხადა მაკრონმა, ცხადია, რომ ლუკაშენკა „უნდა წავიდეს“ ხელისუფლებაში 26 წელი ყოფნის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG