Accessibility links

„გამარჯვებულმა საქართველომ“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა


პარტიამ „გამარჯვებული საქართველო“ 2020 წლის არჩევნებში საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უზენაეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის 6 კანდიდატი დაასახელა.

თბილისში, საბურთალოს საარჩევნო ოლქში პარტიის სახელით კენჭს პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი ოქრუაშვილი იყრის. ხულოს, ხელვაჩაურისა და შუახევის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ოთარ შაინიძე იბრძოლებს, ბათუმის მაჟორიტარად კენჭს იზა სურმანიძე იყრის, ხოლო ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გურამ ჩალაგაშვილი დასახელდა.

რაც შეეხება აჭარის უზენაეს საბჭოს, აჭარის საკანონმდებლო ორგანოში ბათუმის მაჟორიტარობისთვის „გამარჯვებული საქართველოს“ სახელით კახაბერ (ნუკრი) სირაბიძე იბრძოლებს, ხოლო ხულოს, ხელვაჩაურისა და შუახევის მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის უზენაეს საბჭოში ასლან ვაშაყმაძე იქნება.

პარტიის პრესცენტრის თანახმად, "გამარჯვებული საქართველო" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს კიდევ რამდენიმე ოლქში უახლოეს მომავალში დაასახელებს.

საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG