Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გაიმართება ტრამპისა და ბაიდენის პირველი დებარტები


29 სექტემბერს პირველ დებატებს გამართავენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი. როგორც ვარაუდობენ, ბაიდენი დებატებისას გამოიყენებს ახალ იარაღს - ახლახან პრესაში გაჩენილ ცნობებს ტრამპის საგადასახადო ისტორიიდან.

როგორც New York Times-ი იტყობინება, ტრამპი 17 წლის განმავლობაში არ იხდიდა ან ნაწილობრივ იხდიდა ფედერალურ გადასახადებს. საგადასახადო დეკლარაციებში ის წერდა, რომ მეტ ფულს კარგავდა, ვიდრე იგებდა და საგადასახადო ვალდებულებების შესამცირებლად სხვა საშუალებებსაც იყენებდა.

გაზეთის თანახმად, ტრამპმა 2016 და 2017 წლებში ფედერალური საშემოსავლო გადასახადის სახით მხოლოდ 750 დოლარი გადაიხადა. ამის წინა 15 წლიდან კი 10-ში საერთოდ არ გადაუხდია ფედერალური გადასახადები.

ბაიდენის კამპანიამ უკვე გამოიყენა გადასახადების თემა ვიდეოში, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, რომ რიგითი ამერიკელები ათასებით მეტს იხდიან. ტრამპი უარყოფს ბრალდებებს.

როგორც ვარაუდობენ, ტრამპისა და ბაიდენის დებატებს, რომელიც ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდში გაიმართება, 100 მილიონამდე ამერიკელი მიადევნებს თვალს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG