Accessibility links

logo-print logo-print

14  სამოქალაქო პირი ემსხვერპლა აფეთქებას ცენტრალურ ავღანეთში


ავღანეთის ოფიციალურ პირთა თანახმად, გზაზე დამონტაჟებულმა ბომბმა სულ მცირე, 15 ადამიანი იმსხვერპლა ავღანეთის ცენტრალურ, დაიქუნდის პროვინციაში 29 სექტემბერს. ინციდენტის ფონზე ყატარში გრძელდება სამშვიდობო მოლაპარაკება თალიბანსა და ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლებს შორის.

პროვინციის მთავრობს წარმომადგენელმა, ნასრულაჰ ღორიმ, უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ შვიდი ქალი და ხუთი ბავშვი ემსხვერპლა მათი ავტომანქანის აფეთქებას. მისი თქმით, სამი სხვა მგზავრი დაშავდა.

პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის არავის უკისრია, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ტარეღ არიანმა, თალიბანი დაადანაშაულა.

აფეთქება მაშინ მოხდა, როცა ყატარში თალიბანის და ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლები ცდილობენ შეთანხმებას მიაღწიონ 19 წლიანი ომის დასამთავრებლად.

თალიბანმა უარი თქვა მთელ ქვეყანაში ცეცხლის შეწყვეტაზე მიუხედავად მოლაპარაკებისა, რომელიც 12 სექტემბერს დაიწყო. გაეროს ხელშემწყობმა მისიამ ავღანეთში 2020 წლის პირველ ნახევარში აღნუსხა 1280 სამოქალაქო პირის სიკვდილი ავღანეთის მთავრობის ძალებსა და თალიბებს შორის შეტაკებების შედეგად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG