Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა შეიძლება ერაყში თავისი საელჩო დახუროს თავდასხმების გამო


ტრამპის ადმინისტრაციამ შეიძლება დახუროს თავისი საელჩო ერაყში, თუ მთავრობა არ მიიღებს ზომებს თავდასხმებისგან მის დასაცავად.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ უთხრა ერაყის პრემიერ-მინისტრს, მუსტაფა ალ-კაზემის ამ გეგმის თაობაზე მათი სატელეფონო საუბრისას 26 სექტემბერს, იტყობინებოდნენ აშშ-ის საინფორმაციო სააგენტოები.

ამერიკულ მხარეს ოფიციალური განაცხადება არ გაუკეთებია.

აშშ ბრალად სდებს შეიარაღებულ რაზმებს, რომლებსაც ირანი უმაგებს ზურგს, საელჩოსთვის რაკეტების დაშენაში და მოითხოვს კაზემისგან, მათ წინააღმდეგ იმოქმედოს.

ბაღდადში აშშ-ის საელჩო, რომელიც მდებარეობს კარგად გამაგრებულ ზონაში, აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე დიდ დიპლომატიურ საყრდენ პუნქტად იქცა უცხოეთში.

არ არის ცხადი, წაიღებს თუ არა ვაშინგტონი თავის გადაწყვეტილებას უკან, თუ კაზემის მთავრობა გააძლიერებს დასავლეთის დიპლომატიური და სამხედრო პერსონალის დაცვას.

აშშ მეთაურობდა კოალიციას, რომელიც 2014 წლიდან ებრძოდა ბაღდადის შტაბბინიდან ექსტრემისტულ გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს“ ერაყსა და სირიაში. ირანი მხარს უჭერდა ერაყელ დემონსტრანტებს, რომლებმაც საელჩოს შეუტიეს ახალი წლის ღამეს მას მერე, რაც კოალიციის ჯარმა შეიარაღებული რაზმების ობიექტებზე რამდენიმე დღით ადრე საჰაერო თავდასხმები განახორციელა.

აშშ ერაყის უშიშროების ძალებს ადანაშაულებდა, რომ მათ მისცეს საშუალება დემონსტრანტებს უშიშროების საკონტროლო პუნქტი გაევლოთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG