Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადამ და დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს ბელარუსის ლიდერებს


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დომინიკ რააბი.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დომინიკ რააბი.

კანადამ და გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესეს ბელარუსის ოფიციალურ პირებს, მათ შორის ავტორიტარულ მმართველს, ალექსანდრ ლუკაშენკას. საერთაშორისო ზეწოლა გრძელდება აგვისტოს სადავო საპრეზიდენტო არჩევნების და შემდგომ, პოლიციის მიერ ოპოზიციის, მედიის და დემონსტრანტების ჩახშობის გამო.

„თანამეგობრობის“ ორმა სახელმწიფომ გამოაცხადა 29 სექტემბერს, რომ აწესებენ ერთობლივ სანქციებს, სხვათა შორის, მოგზაურობის აკრძალვის და აქტივებს გაყინვის სახით, რათა „გაეგზავნოს ცხადი გზავნილი“ ლუკაშენკას „მოძალადე და თაღლით რეჟიმს“.
მათ, ვინც ბელორუსი ხალხის წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედების უკან დგას, პასუხს მოვთხოვთ და დავიცავთ ჩვენს ფასეულობებს - დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს, განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომენიკ რააბმა. კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „2020 წლის აგვისტოს ყალბი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსის მთავრობა წარმართავს საჯარო საპროტესტო გამოსვლების და ოპოზიციური ჯგუფების რეპრესიის და სახელმწიფო ძალადობის კამპანიას“.
კანადის და ბრიტანეთის ერთობრივი სანქციების ობიექტები არიან ლუკაშენკა, მისი ვაჟი, ვიქტარი, პრეზიდენტის კანცელარიის უფროსი იჰარ სიარჰეიენკა, შინაგან საქმეთა მინისტრი, იური კარაიეუ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, ალექსანდრ ბარსუკოუ და იური ნაზარენკა, შინაგანი ჯარის მეთაურის მოადგილე, ხაზალბეკ ატაბეკაუ და მინსკის პოლიციის სპეცრაზმის მეთაური, ძმიტრი ბალაბა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG