Accessibility links

91 წლისა გარდაიცვალა ქუვეითის ამირა, შეიხი საბაჰი


91 წლის ასაკში გარდაიცვალა ქუვეითის ამირა, შეიხი საბაჰ ალ-აჰმად ალ-საბაჰი, გამოაცხადა საამირო კარმა 29 სექტემბერს.

„დიდი მწუხარებით და სევდით ვგლოვობთ... შეიხ საბაჰ ალ-აჰმად ალ-საბაჰის, ქუვეითის სახელმწიფოს ამირას სიკვდილის გამო“, ტელევიზიით გამოაცხადა შეიხმა ალი ჯარაჰ ალ-საბაჰმა, საამირო საქმეთა მინისტრმა .

ამირას ავადმყოფობის შესახებ სპეკულაციები არ წყდებოდა ბოლო თვეების განმავლობაში.

შეიხი საბაჰი სპარსეთის ყურის მიმდებარე ნავთობის მწარმოებელ და აშშ-ის მოკავშირე საამიროს მართავდა 2006 წლის შემდეგ და განსაზღვრავდა მის საგარეო პოლიტიკას 50 წლის განმავლობაში. ტახტის მემკვიდრეა მისი ძმა, შეიხი ნავაფ ალ-აჰმად ალ-საბაჰი.

ქუვეითის კრიტიკული პერიოდი იყო 1990 წელი, როცა ერაყი შეიჭრა ქუვეითში და დაკავებული ჰქონდა შვიდი თვის განმავლობაში, სანამ 1991 წელს აშშ-ის ჯარები და მისი მოკავშირეები არ შეიჭრებოდნენ ქუვეითში და არ განდევნიდნენ იქიდან ერაყის არმიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG