Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ქუთაისში გარდაიცვალა


კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, 23 სექტემბრიდან იმყოფებოდა ქუთაისის კლინიკა „ბომონდის“ კოვიდ-ცენტრში.

ექიმების ინფორმაციით, 69 წლის მამაკაცს გულის და თირკმლის თანმდევი დაავადებები ჰქონდა. „ბომონდის" კლინიკური მენეჯერის, მამია ყიფიანის თქმით, ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კორონავირუსით ინფიცირებული გარდაცვლილი პაციენტების რიცხვი 37-მდე გაიზარდა.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დადასტურდა. აპრილსა და მაისში 6-6 ლეტალური შედეგი იყო. მას შემდეგ, ერთ თვეში გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სექტემბერში ფიქსირდება, ინფიცირების შემთხვევების მკვეთრად მატებასთან ერთად. 20-30 სექტემბერს საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 18 პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG