Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევაა


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დაადასტურეს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო კომიტეტის, „ოსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა მარინა კოჩიევამ სააგენტო „რესს“ აცნობა, რომ ბოლო 24 საათში ტესტირებული 23 პირიდან კორონავირუსი 5-ს დაუდგინდა

28 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი აქვს თავად მარინა კოჩიევასაც. მისი განცხადებით, ინფიცირების გამო დისტანციური რეჟიმით მუშაობს. რამდენიმე დღით ადრე კორონავირუსი დაუდასტურდა კოჩიევას მოადგილეს, ანა გაგლოევას.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, 15 სექტემბრის, ანუ რუსეთთან „საზღვრის“ გახსნის შემდეგ კორონავირუსის 10 შემთხვევა დადასტურდა. დე ფაქტო მთავრობას მაისის შემდეგ აღრიცხული აქვს ინფიცირების 100 შემთხვევა.

საქართველოს მეორე ოკუპირებული რეგიონის, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას აპრილიდან 29 სექტემბრის ჩათვლით დადასტურებული აქვს კორონავირუსით ინფიცირების 1387 შემთხვევა, მათგან 11 გარდაცვალების.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG