Accessibility links

ჯაღმაიძის თქმით, აზერბაიჯანთან საზღვრის თემაზე გადაწყვეტილებები იყო საქართველოს საზიანოდ


საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას, რომელიც შეეხება უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართულ სავარაუდო მოქმედებას.

პროკურატურამ 29 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში სავარაუდო დანაშაულის ჩადენის თარიღი არ დაასახელა. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, შესაძლოა, საუბარია 2006-2007 წლებში კომისიის შიგნით მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

„კომისიასთან დაკავშირებით არსებობდა შეკითხვები, რომ ძალიან საეჭვო იყო მოტივაცია და საფუძვლები იმ გადაწყვეტილებების, რომელსაც იღებდა კომისია, რომელიც ახლა უკვე შეცვლილია. ჩვენ კომისიის მუშაობაში არ ვართ ჩართული, არ ითვალისწინებს ამას ფორმატი. ინფორმაცია გვქონდა და ჩვენ გაცილებით უფრო ადრე ვახმოვანებდით, ვიდრე პროკურატურამ თქვა. გადაწყვეტილებები მიღებული იყო საქართველოს საზიანოდ“, - აღნიშნავს დეკანოზი.

ჯაღმაიძე განმარტავს, რომ კომისიის მიერ დადებული დასკვნა საბოლოო არ არის და ის შემდგომში ორივე ქვეყნის მხრიდან რატიფიცირებას საჭიროებს.

უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

პროკურატურის თანახმად, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. როგორც პროკურატურა აცხადებს, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

„ცეცხლთან თამაში" უწოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის თემაზე დაწყებულ გამოძიებას საქართველოს მესამე პრეზიდნეტმა მიხეილ სააკაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG