Accessibility links

კორონავირუსისგან კიდევ 299 პაციენტი განიკურნა


ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან განიკურნა 299 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე დილით განახლებული მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 3419-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 448 შემთხვევაა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 6640-მდე გაიზარდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა სექტემბრიდან. საგრძნობლად იმატა გარდაცვალებამაც. სექტემბერში აღირიცხა ინფიცირების 4705 შემთხვევა, უმეტესობა აჭარის რეგიონში. სექტემბერში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 20 პაციენტი.

1 ოქტომბრის დილის მონაცემებით:

  • კარანტინის რეჟიმში - 5392;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1100.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG