Accessibility links

იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის შეჩერება მოითხოვა


სერია A შეიძლება წლეულს უკვე მეორედ შეწყდეს. მიზეზი, რა თქმა უნდა, ისევ COVID-19-ია. იტალიის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე სანდრა ძამპამ ფეხბურთის მმართველ ორგანოს გუშინ ჩემპიონატის შეჩერებისკენ მოუწოდა. ძამპამ ოფიციალური განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ინფორმაცია საფეხბურთო კლუბ „ჯენოას" თოთხმეტი ფეხბურთელის დაინფიცირების შესახებ.

„აშკარაა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. შესაბამისად, არსებობს სიტუაციის დამძიმების რისკი. ამიტომ გადაწყვეტილება დროულად უნდა მივიღოთ. პროტოკოლის თანახმადაც, რომელსაც სერია A-ს ხელმძღვნელობამაც მოაწერა ხელი, ასეთ დროს ჩემპიონატი უნდა შეწყდეს“, - ციტირებს სანდრა ძამპას სიტყვებს fanpage.it.

იტალიის ჩემპიონატში 2019-2020 წლების სეზონის თამაშები პირველად მარტში შეწყდა და სამთვიანი პაუზის შემდეგ განახლდა. ჩემპიონ-პრიზიორებიც გამოვლინდნენ. 26 სექტემბერს კი 2020-2021 წლების სეზონი დაიწყო და ჯერ ორი ტურია ჩატარებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG