Accessibility links

სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებების (თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა და ა.შ.) დამკვიდრება


ავტორი: ინა ცხვედაძე

სამოქალაქო საზოგადოება, როგორც ასეთი ღია წყაროების მიხედვით მრავალმხრივ ჭრილში განიხილება, თუმცა ის უფრო ობიექტური თვალსაზრისით ერთგვარ ინსტიტუციას წარმოადგენს, რომლის ჭეშმარიტი არსებობა მოქალაქეთა და ინდივიდთა მოთხოვნების სახელმწიფოს სამოქმედო არეალის და ნარატივების თანხვედრაში განისაზღვრება.

დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოში, სამოქალაქო საზოგადოების არსებობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რადგან იგი ერთგვარად შუამავლის როლს ასრულებს, იმ ყველა არსებული პრობლემატური საკითხების რეგულირებაში რაც იმთავითვე საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევს მოქმედი ხელისუფალის მიმართ.

თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა, საზოგადო სიკეთეების შექმნა და სხვა მნიშვნელოვანი ღირებულებების დამკვიდრება, წმინდა წყლის დემოკრატიული თვალსაზრისით დამეთანხმებით სიმარტივეს არ წარმოადგენს, მეტიც არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ არის სრულად იმ წნეხისგან გათავისუფლებული, რასაც ბულინგი, დისკრიმინაცია, ეთნიკური შუღლი, ჰომოფობია ან ქსენოფობია გულისხმობს, თუმც ისინი ხმალამოღებულნი იბრძვიან, თუნდაც სამოქალაქო საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების ინიციატივების და აქტივობების მხარდაჭერით.

იმ მძიმე რეალობის ალაგმვა, რასაც უთანასწორობის განცდა ან დაჯერება ქვია თითოეული ინდივიდის მხრიდან უკვე თავისთავში გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოებების არსებობის აუცილებლობას, მაგრამ ეს მხოლოდ ტრაფარეტად ან მხოლოდ ‘’ალმად’’ არ უნდა იქცეს, მანდ უნდა იარსებოს და ყოველი ნაბიჯი რასაც აღნიშნულის დასაგმობად გადადგავს, უნდა იყოს როგორც შემეცნებითად განმავითარებელი თითოეული მოქალაქისთვის ასევე, მკაფიო მაგალითის მაჩვენებელი, რომ ყოველი ინდივიდი არის თავისუფალი, თანასწორი ერთმანეთის და მსგავსი ცნებების მართებულობის აუცილებლობა ყოველ მათგანს ალილუიასავით უნდა ჰოქნდეს გაზეპირებული, რადგან დემოკრატიული წესწყობილების მშენბელობის საწინდარია აღნიშნულის გააზრება და შესისხლხორცება.

საზოგადოების უმეტესი ნაწილი მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობის მოხვეჭის ზრუნვით არის დაკავებული და ასევე მხოლოდ საკუთარი უფლებების ‘’სუვერენიტეტის’’ სადარაჯოზეა, ხოლო მეორე მისი მსგავსი ადამიანი, თუნდაც ეთინკური უმცირესობის წარმომადგენელი ან განსხვავებული ორიენტაციის მქონე პიროვნება მივიწყებული ყავს, სწორედ ამ ყოველივეს მარეგულირებელ ბერკეტად უნდა ‘’ვიყენებდეთ’’ სამოქალაქო საზოგადოებას, ისინი არ უნდა გაემიჯნონ იმ ადამიანებს, რომელთა ‘’წესზე’’ მოქცევაც სურთ, პირიქით გამუდმებული, უშუალო,საქმიანი, ადამიანური კომუნიკაცია იქნება ბიძგი იმისა, რომ მათში ჩაინერგოს ლოიალური განწყობა და დამოკიდებულება. სამოქალაქო საზოგაოდების დამკვიდრებისთვის აპრიორი იმ აქტივობების დაგეგმვა რაც ხელს შეუწყობს შუღლის, ბრაზის, შურის, ქილიკის და ა.შ გმობას გარკვეული ხასიათის მცირე მასშტაბიანი შეკრებებით და ხახლის ინფორმირებით, თუ როგორ გვაზარალებს ‘’სიძულვილის ენა’’ , ამის შემდგომ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები იქნება ის, რომ ჩაერთოს თავად კონკრეტული მოქალაქე ან მოქალაქეები მსგავს გამოწვევებში და იქცეს ეს გამოწვევა მისი მოტივაციის წყაროდ , რაც დასაბამი იქნება პირველრიგში საკუთარი უფლებების და თავისუფლებების დაცვის თუ შეცნობის, ხოლო მეორეს მხრივ,განპირობებული იქნება სხვათა უფლებების ასევე დაცვის მოწადინებით.

ვფიქრობ მოქალაქეთა ინტელექტალური მზაობა და ინფორმირება უნდა იყოს უპირველესად გადადგმული ნაბიჯი ‘’გამოჯანმრთელებისკენ’’. იმ მაგალითების საფუძვლიანობის გამყრებით, რასაც ოდითგანვე ჩვენი წინაპრები სხვადასხვა მიმართულებით დგამდნენ ქართულ საზოგადოებაში თვითმყოფდობის, თანასწორობის, თავისუფლების და სოლიდარობის არსებობისათვის. (ილია ჭავჭავაძე, კონსტანტინე გამსახურდია, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვანი)

სამოქალაქო საზოგადოებამ, როგორც ზემოთ ვახსენე შუამავალმა სახელმწიფოსა და ხახლს შორის უნდა იზრუნოს, სახელმწიფო მოხელეთა ეგიდით და შუამდგმლობით უნდა გადაახარისხოს ან შეცვალოს რიგი კანონების ნუსხა, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად გულისხმობს ადამიანთა გარკვეული ნიშნით დისკრიმინაციას, ანდა კონკრეტული ქმედების აღკვეთით უფლების შეზღუდვას. როცა საზოგადოების თითოეული ნაწილი კანონით თანასწორია და ჩაგვრის ან არაჰუმანურობის გამოვლენის და შემჩნევის საფუძვლების ძირეულად აღმკვეთი ღონისძიებები გატარდება, ვფიქრობ ნიშნადობლივი იქნება მოქალაქეთათვის და ე.წ ‘’იმუნტეტიც’’ ავტომატურად გამომუშავდება, რაც პოზიტიური გავლენის მოხდენას უქადის ზემოთ აღნიშნულ პრობლემატურ საკითხებს.

თუმცა საბოლოო ჯამში, შეგვიძლია დავასკვნათ ერთი მეტად სარწმუნო მოსაზრება, რომ როგორც სახელმწიფო ვერ მოექცევა დემოკრატიული წესწყობილებაზე სამოქალაქო საზოგადოების ობიექტურად და გამართლებულად არსებობის გარეშე, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მიერ გაღებული ღვაწლი და შრომა არ იქნება სარგებლის მომტანი ინფორმაციულ ვაკუუმში მყოფი მოქალაქეებისთვის, ანუ ყველაფერი ერთად ჯაჭვურ სისტემას ქმნის, თითოეული მათგანის სწორხაზოვნად გადადგმული ნაბიჯები განაპირობებს ჯაჭვის ერთმთლიანობას, ხოლო ერთი მათგანის შეფერხებაც კი წასვე ‘’ჯაჭვური რეაქციის’’ რღვევის საწინდარია.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG