Accessibility links

"ქართულმა ოცნებამ" საკუთარი სპიკერები პარტიული სიის ბოლოში მოახვედრა - რას ცვლის ეს მათთვის


"ქართულმა ოცნებამ" საკუთარი მაჟორიტარი კანდიდატების უმრავლესობას პარლამენტში პარტიული სიით მოხვედრის შესაძლებლობა არ დაუტოვა. მათ შორის ბექა ოდიშარიას, ნოდარ ტურძელაძეს, დავით სერგეენკოს, სოზარ სუბარსა და გიორგი ვოლსკის. მათი გვარები პარტიულ სიაში მხოლოდ 110 კანდიდატის შემდეგ შეიტანეს.

იმ შემთხვევაში კი თუკი "ქართული ოცნება" პარლამენტში 120 დეპუტატიდან 120-ივეს გაიყვანს (არჩევნების პროპორციული წესით სრულად მოგების შემთხვევაში) პარლამენტში პარტიული სიით "ქართული ოცნების" "ცნობილი სახეები" ვერ მოხვდებიან. ისინი პარლამენტში მხოლოდ მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვების შემთხვევაში შევლენ.

ქართული ოცნების 23 მაჟორიტარი, რომლებიც პარტიულ სიაში 120 ადგილის შემდეგ აღმოჩნდნენ:

  • ნაძალადევის რაიონი – მიხეილ ყაველაშვილი;
  • გლდანის რაიონი – ლევან კობიაშვილი;
  • გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები – დავით სონღულაშვილი;
  • თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები – ირაკლი ქადაგიშვილი;
  • მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები – შალვა კერესელიძე;
  • მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტები – ზაურ დარგალი;
  • ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები – გოგი მეშველიანი;
  • კასპისა და გორის (ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტები – გიორგი ხოჯევანიშვილი;
  • ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები – ანტონ ობოლაშვილი;
  • ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები – სამველ მანუკიანი;
  • ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები – გოჩა ენუქიძე;
  • საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები – პაატა კვიჟინაძე;
  • ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები – ბეჟან წაქაძე;
  • სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები – გივი ჭიჭინაძე;
  • ქუთაისის მუნიციპალიტეტი – ზაზა ლომინაძე;
  • ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები – ვასილ ჩიგოგიძე;
  • წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები – ალექსანდრე მოწერელია;
  • ფოთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტები – ირაკლი ხახუბია;
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტი – ირაკლი ჩიქოვანი;
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტი – ირაკლი ჩიქოვანი;
  • ბათუმის მუნიციპალიტეტი – რესან კონცელიძე;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის, ორთაბათუმის, ახალშენისა და ფერიის ადმინისტრაციული ერთეულები – ზაალ მიქელაძე;
  • ხელვაჩაურის (მახინჯაურის, ორთაბათუმის, ახალშენისა და ფერიის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა), ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები – ანზორ ბოლქვაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG