Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა აქტივები გაუყინა ქერჩის სარკინიგზო ხიდის მშენებლობაში მონაწილე კომპანიებსა და პირებს


1 ოქტომბერს ევროპის კავშირმა გამოაცხადა აქტივების გაყინვაზე ოთხი კომპანიისა და ორი კერძო პირისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქერჩის სრუტეში სარკინიგზო ხიდის მშენებლობისთვის.

სავიზო აკრძალვები დაუწესდათ ასევე ალექსანდრ განოვსა და ლეონიდ რიჟენკინს.

განოვი არის დირექტორი კომპანია „გრანდ სერვის ექსპრესისა“, რომელიც განაგებს რუსეთსა და ყირიმს შორის სარკინიგზო კავშირს. რიჟენკინი კი კომპანია „სტროიგაზმონტაჟის“ დირექტორის მოადგილე ინფრასტრუქტურული პროექტების საკითხებში. ეს კომპანია ხიდის მშენებლობას ხელმძღვანელობდა.

იმ ორგანიზაციების ჩამონათვალში, რომლებსაც ევროკავშირში აქტივები გაეყინებათ, არიან: „ყირიმის რკინიგზა“, „ყირიმის პირველი სადაზღვევო კომპანია“, „ლენპრომტანსპროექტი“ და „ბერკაკიტ-ტომოტ-იაკუტსკის სარკინიგზო ხაზის სამშენებლო სამმართველო“.

სარკინიგზო მოძრაობა ხიდზე, რომელიც რუსეთის მატერიკულ ნაწილს აკავშირებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულთან, 2019 წლის დეკემბერში გაიხსნა.

სარკინიგზო ხიდი გადის საავტომობილო ხიდის პარალელურად, რომელიც 2018 წლის მაისში გაიხსნა.

საავტომობილო ხიდის გახსნის შემდეგ ევროკავშირმა მალევე გაყინა მის მშენებლობაში მონაწილე ექვსი კომპანიის აქტივები.

რუსეთმა 2014 წლის მარტში მოახდინა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ოკუპაცია და ხელში ჩაიგდო ის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG