Accessibility links

logo-print logo-print

ბიძინა ივანიშვილი: ვეთანხმებით ოპონენტებს, სიღარიბის არსებობას ვაღიარებთ


"ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ არსებობს საკითხი, რაშიც ის ყველა ოპონენტს ეთანხმება. მისი თქმით, ეს საკითხი არის სიღარიბე, რომელიც ჯერ კიდევ დაუძლეველი პრობლემაა.

"დიახ, სიღარიბე ობიექტური რეალობაა და ჩვენ მის არსებობას, რასაკვირველია, ვაღიარებთ, მაგრამ ჩვენ ვერ მივიღებთ ბრალდებას იმის თაობაზე, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, "ქართული ოცნების" მმართველობის შედეგია", - თქვა მან.

მან აღნიშნა, რომ სიღარიბე ათწლეულების წინ დაგროვილი პრობლემების შედეგია:

"ამიტომ, უსამართლო კრიტიკას ვერ მივიღებთ... "ქართულმა ოცნებამ ნამდვილი მაგალითი აჩვენა, როგორ უნდა დაუდგე ხალხს გვერდში, შეუმსუბუქო ყოფა და აგრძნობინო, რომ მარტო არ არის განსაცდელის პირისპირ".

მისი თქმით, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, მოქმედი ხელისუფლება აღებულ სესხს ქართველ ხალხსა და ქვეყნის ეკონომიკას ახმარს.

"სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს პრობლემა ერთბაშად დავძლიოთ, მაგრამ მტკიცედ გვწამს, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, ერთიანობით, თავდაუზოგავი და პატიოსანი შრომით, პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით, ჩვენ ამ პრობლემასაც წარმატებით დავძლევთ", - თქვა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG