Accessibility links

საქართველოსა და ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების მატჩს მაყურებლები დაესწრებიან


8 ოქტომბერს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თბილისის „დინამოარენაზე“ ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩში ბელარუსის ნაკრებს ცარიელი ტრიბუნებით აღარ დაუხვდება.

უეფამ წინასწარი გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ შეცვალა და თავისი ეგიდით გასამართ საკლუბო და სანაკრებო ტურნირებზე, მასპინძელ გუნდებსა და ნაკრებებს სტადიონის ტრიბუნების ოცდაათი პროცენტის შევსების უფლება მისცა.

საქართველოს ნაკრებისთვის ბელარუსთან გასამართი შეხვედრა უმნიშვნელოვანესია - მოგების შემთხვევაში, ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილ გუნდს ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურამდე ერთი ნაბიჯიღა დარჩება. თუ 8 ოქტომბერს ქართველი ფეხბურთელები მეტოქეს დაამარცხებენ, ნოემბერში პლეი ოფის ფინალში, ასევე თბილისში უმასპინძლებენ ჩრდილოეთ მაკედონიას ან კოსოვოს.

საქართველოსა და ბელარუსის მატჩზე დასასწრები სამოცი ათასამდე ბილეთი უკვე გაყიდულია და ჯერჯერობით უცნობია, რა პრინციპით შეირჩევიან ის მაყურებლები ოცდაათპროცენტიან კვოტაში მოსახვედრად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG