Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიკარაძე დარწმუნებულია თენგიზ ცერცვაძე არ უღალატებს პაციენტებს, სახელმწიფოს და მინისტრს


ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის გადადგომის შესახებ.

„დღეს მე და ბატონ თენგიზს კომუნიკაცია არ გვქონია, თუმცა ჩვენ გუშინ გვქონდა საკორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც ბატონი თენგიზი ხელმძღვანელობს კლინიკურ ჯგუფს, რის შედეგადაც დაგეგმილია, რომ ბატონი თენგიზი წავიდეს ბათუმში. რამდენადაც საღამოს საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ბატონი თენგიზი არ ტოვებს თანამდებობას და აგრძელებს მუშაობას. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში საკმაოდ კრიტიკული მდგომარეობაა COVID-თან მიმართებაში, ბატონი თენგიზი არის მაღალი პროფესიონალი, თავის პაციენტებს, სახელმწიფოს და ასევე მის მინისტრს არ უღალატებს, დარწმუნებული ვარ", - თქვა ტიკარაძემ.

მინისტრმა უპასუხა შეკითხვას, მას ცერცვაძემ მიმართა თუ არა გადადგომის საკითხზე.

„მე ბატონი თენგიზი ვერ მომმართავს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, რადგან არანაირი უფლება არ მაქვს დავნიშნო ან გავათავისუფლო ის თანამდებობიდან", - განმარტა ტიკარაძემ. ის თენგიზ ცერცვაძესთან დაპირისპირებას უარყოფს.

როგორ ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გოგა ბერიძემ თქვა, კლინიკის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება და ამავე დროს „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG