Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა


ჯგუფური ეტაპის თამაშები 20 ოქტომბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.
ჯგუფური ეტაპის თამაშები 20 ოქტომბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე - უეფას ჩემპიონთა ლიგაზე 2020-21 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და საკვალიფიკაციო ეტაპების შემდეგ ტურნირს შემორჩენილი ოცდათორმეტი გუნდი რვა ჯგუფში გადანაწილდა.

ჯგუფური ეტაპის თამაშები 20 ოქტომბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება, 2021 წელს კი ჯგუფებში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები პლეი ოფის სისტემით გააგრძელებენ ევროპის უძლიერესი კლუბის ტიტულისთვის ბრძოლას.

ჯგუფები ასე დაკომპლექტდა:

A ჯგუფი – ბაიერნი, ატლეტიკო, ზალცბურგი, ლოკომოტივი;

B ჯგუფი – რეალი, შახტარი, ინტერი, გლადბახი;

C ჯგუფი – პორტუ, მანჩესტერ სიტი, ოლიმპიაკოსი, მარსელი;

D ჯგუფი – ლივერპული, აიაქსი, ატალანტა, მიდტიულანდი;

E ჯგუფი – სევილია, ჩელსი, კრასნოდარი, რენი;

F ჯგუფი – ზენიტი, დორტმუნდი, ლაციო, ბრიუგე;

G ჯგუფი – იუვენტუსი, ბარსელონა, დინამო (კიევი), ფერენცვაროში;

H ჯგუფი – პარი სენ-ჟერმენი, მანჩესტერ იუნაიტედი, ლაიპციგი, ბაშაქშეჰირი.

XS
SM
MD
LG