Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი კარანტინში არიან


ფოტო არქივიდან: დონალდ და მელანია ტრამპები

აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მის თანაშემწეს, ჰოუპ ჰიკსს კორონავირუსი აქვს. დონალდ ტრამპი ტვიტერზე წერს, რომ ის და პირველი ლედი ტესტირების შედეგებს ელოდებიან, მანამდე კი „საკარანტინო პროცესს იწყებენ".

ბოლო დღეებში ჰოუპ ჰიკსი დონალდ ტრამპის რამდენიმე საარჩევნო ღონისძიებაზე იმყოფებოდა.

აშშ-ში კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 7 მილიონზე მეტი ადამიანი. მათგან გამოჯანმრთელებულია 2,8 მილიონზე მეტი. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 208 000-ს უახლოვდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG