Accessibility links

site logo site logo

აჭარის სტიქიის ზონაში დაკარგულებს 120 მაშველი ეძებს


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მეწყერში მოყოლილი მოქალაქეები ძებნა. რამდენ ადამიანს ეძებენ, მითითებული არ არის. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკარგულია 6.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, რთული რელიეფისა და უამინდობის მიუხედავად, აჭარის სამმართველოს 60 მეხანძრე-მაშველი მთელი ღამის განავლობაში უწყვეტად მუშაობდა. გვიან ღამით, სპეციალური აღჭურვილობით და ტექნიკით, რეგიონში ჩავიდა კიდევ 60 მაშველი. დღეს თბილისიდან გაემგზავრა კიდევ 50 მეხანძრე-მაშველი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, გვიან ღამით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ოცამდე მეწყრული კერა გააქტიურდა. ძლიერმა წვიმამ დააზარალა ბათუმი და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG