Accessibility links

კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, 38-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებული კრიტიკული პაციენტების რიცხვი. მათგან 36 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

კრიტიკულ პაციენტებს შორის, 9 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 453 შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 7093-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG