Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მინისტრი არ თვლის, რომ აჭარაში მედიკოსების და სასუნთქი აპარატების დეფიციტი შეიქმნება


როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, აჭარაში იმყოფებიან კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლები და არ არსებობს იმის ვარაუდი, რომ იქ შეიძლება მედიკოსების დეფიციტი შეიქმნას.

„აჭარაში ამ ეტაპზე იმყოფებიან პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმები, საჭიროების შემთხვევაში მობილიზებულია კიდევ დამატებითი გუნდი. ჩვენ გვაქვს სრული რეესტრი იმ ექიმების, რომლებსაც არა მხოლოდ მაღალი კვალიფიკაცია, არამედ მონაწილება აქვთ მიღებული კოვიდის მართვის პირველ ფაზაში და შესაბამისად, ამ ექიმებით დაკომპლექტდება ის საჭირო გუნდი, რომელიც აჭარას დასჭირდება“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი სიტყვებით, აჭარის რეგიონში წინა კვირას ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია იმყოფებოდა, ასევე იყვნენ ექიმები, რომლიც მონაწილებდნენ კოვიდის მართვის ეფერტურობაში. დღეიდან ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განაგრძობს კლინიკური ჯგუფის ხელმძღანელობას ადგილზე.

ამასთან ეკატერინე ტიკრაძის თქმით, ქვეყანაში არ არსებობს სასუნთქი აპარატების დეფიციტი.

„დეფიციტი არც გაგვაჩნდა და არც გაგვაჩნია, გავაუმჯობესეთ სასუნთქი აპარატების ტექნიკური მზაობა, დღესდღეობით არც სასუნთქი აპარატების არც საწოლფონდის დეფიციტი არ გაგვაჩნია, ჩვენ გვაქვს სამი გრადაციის მზაობის კომპონენტი საწოლფონდთან მიმართებაში, ამ ეტაპზე მობილიზებულია 3 ათასზე მეტი საწოლი და დამატებით ჩაერთვებიან კლინიკები, რომლებსაც აქვთ წინასწარ შეთანხმებული პირობები და მათ იციან იმის შესახებ რა ვადაში უნდა მოხდეს საწოლფონდის გათავისუფლება“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღეს დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 453 ახალი შემთხვევა.

საქართველოში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 295 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 3714-მდე გაიზარდა.

კორონავირუსისგან გარდაიცვალა 46 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG