Accessibility links

ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფები გამოკვლევის გარეშე იზოლაციას დაექვემდებრებიან


კორონავირუსით ინფიცირებულებთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები გამოკვლევის გარეშე დაექვემდებარებიან რაც შეიძლება სწრაფ თვითიზოლაციას, ან საკარანტინე სივრცეში გადაყვანას. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, დამტკიცდება ახალი პროტოკოლი, რომლის თანახმად, თუ ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ პირებს თვითიზოლაციის საშუალება აქვთ, 14 დღე ასეთ იზოლაციაში დარჩებიან და თუ არა - ორ კვირას კარანტინში გაატარებენ. „თუ სიმპტომები უჩნდება, იძახებს 112-ს, უკეთებენ კვლევას და შესაბამისად, შემდეგ სხვა პროტოკოლით მიმდინარეობს მართვა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, ბოლო ხანებში ინფიცირებულში სჭარბობენ სიმპტომიანი პაციენტები და კონტაქტში მყოფები, განსაკუთრებით პირიველი რიგის კონტაქტში მყოფი ადამიანები, სადაც ყველაზე მაღალია გადადების მაჩვენებელი.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფთა მალევე ტესტირება დიდ შედეგს არ იძლევა, რადგან შესაძლოა, ვირუსი არა პირველ-მეორე დღეს, არამედ მომდევნო დღეებში გამოჩნდეს, ამიტომ მათი სწრაფად იზოლირება აუცილებელია ინფექციის შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად.

დღეს, 2 ოქტომბერს საქართველოში დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 453 ახალი შემთხვევა, რაც პანდემიის დაწტების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 5 პაციენტი. გარდაცვლილთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG