Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანი: ყველა პარტიის ლიდერი მკაფიოდ უნდა აცხადებდეს, რომ ძალადობა მიუღებელია


კელი დეგნანი
კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ ძალიან გულდასაწყვეტია ძალადობის შესახებ იმ ინციდენტების შესახებ ინფორმაციის მოსმენა, რომელიც წინასაარჩევნოდ მთელი საქართველოს მასშტაბით ხდება. ელჩი მადლიერებას გამოხატავს იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ძალადობის ფაქტების მონიტორინგს ახორციელებენ:

„მადლიერებას გამოვხატავ სამოქალაქო საზოგადოების იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ამ ყველაფრის მონიტორინგს ახორციელებენ და წარმოადგენენ ადგილს, სადაც შეიძლება ჩივილით მიმართვა. რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართაც, რომელიც ატარებს ამასთან დაკავშირებით გამოძიებას.

მთავარი კი ისაა, რომ ეს საერთოდ არ უნდა ხდებოდეს“, - აღნიშნა კელი დეგნანმა. მან განაცხადა, რომ ყველა პარტიის ლიდერმა მკაფიოდ უნდა განუცხადოს თავის მხარდამჭერებს, რომ ძალადობა მიუღებელი იქნება ამ არჩევნებზე და ნებისმიერ სხვა არჩევნებზე:

„ეს უბრალოდ არ არის გზა დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. დაშინება, რომელსაც ვხედავთ, უბრალოდ მიუღებელია და ის ნამდვილად შებღალავს საქართველოს რეპუტაციას არჩევნების წინა პერიოდში. ვინც არ უნდა იდგეს ძალადობის უკან, თითოეული პარტიის ლიდერი, თითოეული პარტიის წევრი უნდა მკაფიოდ აცხადებდეს - ძალადობა მიუღებელია და მას უბრალოდ არ მოვითმენთ. აი, ასე შეიძლება მისი გაჩერება“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქში 29 სექტემბერს ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ იმ დროს, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავდნენ.

ამავე დღეს მოგვიანებით მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ პლატფორმა 2020-ის წარმომადგენელს გიორგი მუმლაძეს, „მთავარი არხის“ კორესპონდენტს ჯეიჰუნ მუჰამედალის და ოპერატორს, ასევე პირველი არხის ოპერატორს და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელებს, მამა-შვილ ლაშა და გივი ქველაძეებს.

გამოძიება საქმეებზე ძალადობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG