Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2020-ის დამკვირვებელმა გიორგი მუმლაძემ პროკურატურას მიმართა მისი დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით


სამოქალაქო პლატფორმა 2020-ის დამკვირვებელმა გიორგი მუმლაძემ 2 ოქტომბერს მარნეულის რაიონულ პროკურატურას მიმართა მისი დაზარალებულად ცნობის თხოვნით, 29 სექტემბერს მარნეულის ცენტრში მის მიმართ ძალადობის გამო. გიორგი მუმლაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პოლიცია სათანადოდ არ იძიებს მისი და სხვა პირების ცემის ფაქტს, არ დაუკითხავს „მოძალადეები“, რომლებიც მან გამოძიებას გამოკითხვის დროს დაუსახელა. „ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ვიდეომასალა, მოწმეთა ჩვენებები. შეუძლია მოძალადეთა იდენტიფიცირება და დაკავება“, თქვა გიორგი მუმლაძემ. მან განაცხადა, რომ თავდამსხმელთა შორის იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და ადგილობრივი მერიის რამდენიმე თანამშრომელი. 29 სექტემბრის საღამოს მარნეულში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის სიახლოვეს, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ოპოზიციის ორი წევრი საავადმყოფოში მოხვდა. დაპირისპირების დროს გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა სცემეს ასევე ჟურნალისტებს და გიორგი მუმლაძეს. „ნაციონალური მოძრაობიდან“ ერთ-ერთი ნაცემი, გივი მუმლაძე, 2 ოქტომბერს საავადმყოფოდან გაწერეს. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამოძიებისთვის ჩვენება არ მიუცია, რადგან არ ენდობა.

ამირან გიორგაძე ცემაში დაადანაშაულა „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა ჯეიჰუნ ალიმაც, რის შესახებაც გამოძიებას აცნობა. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჟუნალისტის ბრალდება კატეგორიულად უარყო. მან განაცხადა, რომ გმობს ყველანაირ ძალადობას

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG