Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვლევითმა ცენტრმა განაცხადა, რომ კორონავირუსის მისეული - რუსეთის რიგით მეორე - ვაქცინის გამოცდამ წარმატებით ჩაიარა


კორონავირუსის რუსული საცდელი ვაქცინა, "სპუტნიკ V".
კორონავირუსის რუსული საცდელი ვაქცინა, "სპუტნიკ V".

რუსეთის „ვექტორმა“, ვირუსოლოგიის სრულიად საიდუმლო სახელმწიფო კვლევითმა ცენტრმა ციმბირში, განაცხადა, რომ კორონავირუსის მისეული ვაქცინის პირველადმა კლინიკურმა გამოცდამ წარმატებით ჩაიარა.

"კლინიკური ცდების პირველმა ორმა ფაზამ აჩვენა „ეპივაკკორონა“-ს (EpiVacCorona) ვაქცინის ეფექტიანობა და უსაფრთხოება", მოჰყავს "ვექტორის" პრესსამსახურის განცხადება ინტერფაქსს 1 ოქტომბერს.

ეს განცხადება გაკეთდა იმის მეორე დღეს, როცა „როსპოტრებნადზორმა“ - მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურმა - განაცხადა, რომ „ეპივაკკორონას“ ადრეული კლინიკური გამოცდები ადამიანებზე დასრულდა და რომ ყველა მოხალისე, ვინც კლინიკურ ცდებში იღებდა მონაწილეობას, თავს კარგად გრძნობს.

„როსპოტრებნადზორის“ წარმომადგენლებმა 30 სექტემბერს განაცხადეს, რომ „ეპივაკკორონა“, როგორც მოსალოდნელია, 15 ოქტომბერს იქნება რეგისტრირებული. როგორც რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ ჩეხონინმა განაცხადა, ეს დასკვნა ნიშნავს, რომ ქვეყნის მეცნიერები კოვიდ-19-ის სამი სხვადასხვა ვაქცინის შემუშავების მოწინავე სტადიაზე იმყოფებიან.

რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ "სპუტნიკ V"-ის (Sputnik V)პირველი პარტია საჯაროდ გავრცელებისთვის 8 სექტემბერს იქნა გამოშვებული, და დასძინა, რომ კოვიდ-19-ის საყოველთაო-საქვეყნო ვაქცინაცია ოქტომბერში დაიწყება რეგისტრაციის შემდგომი ტესტების შემდეგ. "ვექტორმა" აღნიშნა, რომ "ეპივაკკორონა" მოხმარებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მომავალი წლის ბოლოსთვის.

XS
SM
MD
LG